---
title: "მუხლი 45. გარდამავალი დებულებანი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "45"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. გარდამავალი დებულებანი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45

ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის: ა) პირობით მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას წელიწადში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება; ბ) არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ არასრულწლოვნებს ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას არა უმეტეს კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება; გ) იმ მსჯავრდებულებს და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს, რომელთა სასჯელის მოხდის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები, ეკისრებათ პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადის განმავლობაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/44-9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/45-1.md
