---
title: "მუხლი 7⁴. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/7-4"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "7^4"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7⁴. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 7⁴ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/7-4

1. სავალდებულოა მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას.

4. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. თავი II. სააგენტოს მოსამსახურე საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/7-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8.md
