---
title: "მუხლი 8¹. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის გარანტიები — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8-1"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "8^1"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8¹. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამართლებრივი დაცვის გარანტიები — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 8¹ (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8-1

1. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/9.md
