---
title: "მუხლი 8. სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "8"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის 8 1 , 11 1 და 11 2 მუხლების, 11 5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა), 11 13 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), 11 14 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-8 და მე-10 პუნქტებისა), 11 15 მუხლის, 11 18 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა), 11 19 მუხლის, 11 20 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა), 11 21 და 11 22 მუხლებისა და 11 24 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 და მე-6 პუნქტების მოქმედება. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების მოქმედება, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. სააგენტოში, მათ შორის, პრობაციის ბიუროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ საჯარო მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე).

5. მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

6. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შესაბამის ხელშეკრულებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. პირი სააგენტოში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

8. მოსამსახურეს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).

10. პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, რომლის ნიმუშსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.

11. სააგენტო მოსამსახურეს უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოწმობით, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1623 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/7-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8-1.md
