---
title: "მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/9"
law: "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "9"
identifier: "4956"
adopted: "2007-06-19"
consolidated_as_of: "2026-05-28"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. პრობაციის ოფიცერი — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-05-28), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/9

1. პრობაციის ოფიცერი არის პრობაციის ბიუროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, რომელიც ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. პრობაციის ოფიცერი თანამდებობაზე ინიშნება 3 თვის გამოსაცდელი ვადით. პრობაციის ოფიცერი ამ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სასწავლო ცენტრში გადის პრობაციის ოფიცრის სპეციალურ სასწავლო კურსს და მისი დასრულებისას აბარებს შესაბამის გამოცდას.

3. პრობაციის ოფიცრის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაუბარებლობა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების გარდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველია.

4. სააგენტო პრობაციის ოფიცერს თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უზრუნველყოფს სამსახურებრივი ბეჭდით.

5. პრობაციის ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეიძლება აღჭურვილი იყოს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული, ჩართული ვიდეო- და აუდიოაპარატურით, რომლის გამოყენების წესი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციით“. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/8-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21610-danashaulis-preventsiis-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-pr/9-1.md
