---
title: "მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/10"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "10"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი მოთხოვნები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/10

1. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა უნდა უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას.

2. საგზაო მოძრაობის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობისთვის პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან ის პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/11.md
