---
title: "მუხლი 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/14"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "14"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/14

1. საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საქმიანობა ხორციელდება იმ ტექნიკური საშუალებების კომპლექსურად გამოყენების საფუძველზე, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით და გათვალისწინებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების პროექტებითა და სქემებით.

2. გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/15.md
