---
title: "მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/17"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "17"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებით — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/17

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმებითაა დასაშვები შემდეგი საქმიანობა:
ა) საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების შემუშავება;
ბ) გზის, საგზაო ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის პროექტების შემუშავება;
გ) უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესოს ხილვადობა ან/და გააძნელოს მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა;
დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა);
დ
1
) საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M
1
კატეგორია) გადაყვანა;
ე) გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება;
ვ) სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა;
ზ) გზაზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;
თ) სახიფათო ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა;
ი) გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოს შესრულება, რომელიც გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე ცვლის საგზაო მოძრაობის არსებულ ორგანიზებას, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარეების დადგენილ რეჟიმს ან აბრკოლებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გადაადგილებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.
საქართველოს 2018 წლის 4
მაისის
კანონი №2264
–
ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6292 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/18.md
