---
title: "მუხლი 23. მგზავრის ზოგადი მოვალეობები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/23"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "23"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. მგზავრის ზოგადი მოვალეობები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/23

1. მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს.

2. მგზავრს ეკრძალება:
ა) მოძრავი სატ­რანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა;
ბ) მძღოლისათვის სატ­რანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა;
გ) ბორტის პლატფორმის მქონე სატვირთო ავტომობილით მგზავრობისას ძარაზე დგომა, ბორტზე ჩამოჯდომა ან მასზე ტვირთის დადება;
დ) მოძრავი სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/24.md
