---
title: "მუხლი 40. სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/40"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "40"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებული სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/40

1. თუ ლიანდაგი გზის სავალ ნაწილზე გადის, თითოეულმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ ტრამვაის ან სხვა რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლოს ლიანდაგი რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად.

2. იმ მოძრავი ან გაჩერებული რელსიანი სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომლის ლიანდაგიანი გზა გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ხდება მარჯვენა მხრიდან. თუ ვიწრო გასასვლელის გამო შემხვედრისთვის გვერდის აქცევა და მისი გასწრება მარჯვენა მხრიდან შეუძლებელია, ეს მანევრი შეიძლება შესრულდეს მარცხენა მხრიდან, იმ პირობით, რომ ეს არ შეზღუდავს და საფრთხეს არ შეუქმნის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე გასწრება შეიძლება მარცხენა მხრიდან, თუ ეს გამართლებულია საგზაო მოძრაობის ორგანიზების მოთხოვნებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/41.md
