---
title: "მუხლი 42. საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/42"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "42"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბთან დაკავშირებული სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/42

საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა ან მობრუნება;
ბ) მძღოლმა უნდა ჩართოს შორი ან ახლო განათების ფარები, მიუხედავად იმისა, განათებულია თუ არა გვირაბი;
გ) მძღოლს შეუძლია გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
დ) ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავა უნდა გამორთოს;
ე) იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/43.md
