---
title: "მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/44"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "44"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში მოქმედი სპეციალური წესები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/44

1. შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში:
ა) ქვეითს შეუძლია გადაადგილდეს გზის მთელ სიგანეზე; ნებადართულია ბავშვების თამაში;
ბ) მძღოლი უნდა გადაადგილდეს არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით;
გ) მძღოლმა ქვეითს არ უნდა შეუქმნას საფრთხე და არ უნდა შეზღუდოს მისი გადაადგილება. აუცილებლობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება;
დ) ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა;
ე) საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს;
ვ) აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დგომა სპეციალურად გამოყო­ფილი და საგზაო ნიშნებით ან/და მონიშვნებით აღნიშნული ადგილების გარეთ.

2. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

3. ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ამასთანავე, ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ.

4. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ეზოს ტერიტორიაზედაც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/45.md
