---
title: "მუხლი 48. ხმოვანი და მანათობელი სიგნალები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/48"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "48"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. ხმოვანი და მანათობელი სიგნალები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/48

1. ხმოვანი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ:
ა) საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილებისათვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად;
ბ) დასახლებული პუნქტის გარეთ, როდესაც საჭიროა სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გაფრთხილება გასწრების განზრახვის შესახებ.

2. ხმოვანი სიგნალი არ უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე ეს აუცილებელია.

3. დასახლებულ პუნქტში გასწრების განზრახვის შესახებ სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლის გასაფრთხილებლად შეიძლება ჩაირთოს მანათობელი სიგნალი დღე-ღამის ნათელ დროს ფარების შუქის პერიოდული, ხანმოკლე ჩართვა-გამორთვით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს – ფარების ახლო შუქის შორ შუქზე მრავალჯერადი გადართვით, დაუსახლებელ პუნქტში კი − ხმოვანი სიგნალის ნაცვლად ან მასთან ერთად.

4. ხმოვანი და მანათობელი სიგნალების მიცემა მძღოლს არ ანიჭებს უპირატესობას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/49.md
