---
title: "მუხლი 57. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/57"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "57"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/57

18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებისათვის სავალდებულოა მისი ერთ-ერთი მშობლის ან მზრუნველის წერილობითი თანხმობა. ამ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს ენიჭება შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეძლევა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1011 – ვებგვერდი, 22.11.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/58.md
