---
title: "მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები — საგზაო მოძრაობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/9"
law: "საგზაო მოძრაობის შესახებ"
article: "9"
identifier: "1830-რს"
adopted: "2013-12-24"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროგრამები — საგზაო მოძრაობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საგზაო მოძრაობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/9

1. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად იქმნება სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობისა და ამ შემთხვევებით გამოწვეული ზიანის შემცირებას.

2. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადგილობრივ პროგრამებს ამტკიცებენ მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.

4. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამები ფინანსდება შესაბამისი ბიუჯეტებიდან.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6876 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2169396-sagzao-modzraobis-shesakheb/10.md
