---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ქონების ლეგალიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/3"
law: "ქონების ლეგალიზების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 21694"
adopted: "2007-06-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — ქონების ლეგალიზების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქონების ლეგალიზების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ანდა მათი გაერთიანება; ბ) ნივთი – საქართვე ლოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოძრავი ან უძრავი ნივთი; გ) ქონება – ნივთი, ფასიანი ქაღალდი ან/და მოთხოვნის უფლება, რომელიც პირს საკუთრებაში გადასცა სახელმწიფომ ან მუნიციპალიტეტმა პირდაპირ ან წარმოებული სახით; დ) საკუთრების შეძენის საფუძველი – პირისთვის სამართლებრივი აქტით ან/და გარიგებით ქონების გადაცემა მისთვის საკუთრებაში გადაცემის პირობით; ე) ქონების ლეგალიზება – ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე კანონიერი საკუთრების უფლების დადასტურება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს ან ჩამორთმეულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2764 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6956 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/4.md
