---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ქონების ლეგალიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/4"
law: "ქონების ლეგალიზების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 21694"
adopted: "2007-06-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ქონების ლეგალიზების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქონების ლეგალიზების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/4

1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების შეძენა განხორციელდა ან საკუთრების შეძენის საფუძველი წარმოიშვა სამართლებრივი აქტით ან გარიგებით ამ კანონის ამოქმედებამდე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებისა.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქონებაზე, რომლის პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით; ბ) ქონებაზე, რომელზედაც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს სასამართლო დავა (რომლის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტის ორგანოა) ან ადმინისტრაციული წარმოება; გ) ქონებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად; დ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV 1 თავით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 თავით გათვალისწინებულ ქონებაზე; ე) ყალბი დოკუმენტის წარდგენით მოპოვებულ ქონებაზე; ვ) მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

3. ამ კანონის მოქმედება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქონებაზე გავრცელდება სასამართლო დავის, ადმინისტრაციული წარმოების ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში აღნიშნული ქონება ლეგალიზებულად ჩაითვლება და მასზე გავრცელდება ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლების დებულებები. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3518 - სსმ I, №48, 09.08.2010 წ., მუხ.319 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6956 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/5.md
