---
title: "მუხლი 5. ქონების ლეგალიზების წესი — ქონების ლეგალიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/5"
law: "ქონების ლეგალიზების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 21694"
adopted: "2007-06-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ქონების ლეგალიზების წესი — ქონების ლეგალიზების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქონების ლეგალიზების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/5

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ლეგალიზებულად ჩაითვალოს ამ კანონის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ქონებაზე განხორციელებული საკუთრების შეძენა ან/და საკუთრების შეძენის საფუძველი.

2. ბათილია ყველა ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

3. თუ ამ კანონით გათვალისწინებულ ლეგალიზებას ექვემდებარება ერთსა და იმავე ქონებაზე განხორციელებული საკუთრების შეძენა და საკუთრების შეძენის საფუძველი, მაშინ ლეგალიზებულად ითვლებ ა საკუთრების შეძენა.

4. ამ კანონის საფუძველზე ქონების შეძენის ან/და ქონების შეძენის საფუძვლის ლეგალიზება არ ათავისუფლებს პირს უფლება-მოვალეობების შესრულებისგან, თუ მას ქონება სახელმწიფომ ან მუნიციპალიტეტმა გადასცა რაიმე პირობის შესრულების სანაცვლოდ.

5. თუ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის პრივატიზების შემდეგ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი დაადგენს რაიმე სახის ცვლილებას (გარდა სავალდებულო სერვიტუტისა), რომელიც არ იყო დაწესებული პრივატიზების დროს, მესაკუთრე უფლებამოსილია აღნიშნული ცვლილების სანაცვლოდ მოითხოვოს კომპენსაცია (თუ ის ამ ცვლილების განხორციელების წინააღმდეგია). სახელმწიფო ან შესაბამისი მუნიციპალიტეტი ვალდებულია დააკმაყოფილოს მესაკუთრის ამგვარი მოთხოვნა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6956 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/6.md
