---
title: "მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი — ქონების ლეგალიზების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/7"
law: "ქონების ლეგალიზების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 21694"
adopted: "2007-06-22"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი — ქონების ლეგალიზების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ქონების ლეგალიზების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/7

1. 2007 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს პარლამენტს წარედგინოს: ა) იმ ქონების ნუსხა, რომელზედაც საკუთრების უფლების ან საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს სასამართლო დავა (რომლის ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულია) ან ადმინისტრაციული წარმოება, – იმ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, რომლებიც ახორციელებენ ადმინისტრაციულ წარმოებას ან წარმოადგენენ მხარეს სასამართლო დავაში; ბ) იმ ქონების ნუსხა, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება საკუთრების (საკუთრების შეძენის საფუძვლის) განკარგვის მართლზომიერების დასადგენად, – იმ ორგანოების მიერ, რომლებიც აწარმოებენ გამოძიებას.

2. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხის გამოქვეყნება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

3. საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზების პროცესის მოწესრიგების მიზნით 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად უზრუნველყოს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4467 - ვებგვერდი, 29.03.2011წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21694-konebis-legalizebis-shesakheb/8.md
