---
title: "მუხლი 4. პალატის უფლებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/4"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2171584"
adopted: "2013-12-30"
consolidated_as_of: "2022-03-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. პალატის უფლებები — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2022-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2022-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/4

პალატას უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკური და სხვა სახის საკითხების შესახებ კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვაში, განახორციელოს ეკონომიკის სფეროში მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების დამოუკიდებელი ექსპერტიზა და შესაბამის ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები;
ბ) ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებისას გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე დააწესოს საფასური;
გ) ააშენოს, შეიძინოს და კანონმდებლობით ქონების გადაცემისათვის დადგენილი ნებისმიერი ფორმით მიიღოს პალატის საქმიანობისათვის საჭირო მოძრავი და უძრავი ქონება;
დ) დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები;
ე) წარმოადგინოს მეწარმე სუბიექტების ინტერესები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს მათთან და გახდეს მათი წევრი;
ვ) ამ კანონით განსაზღვრული გარკვეული საქმიანობისა და ფუნქციების დელეგირების მიზნით დააფუძნოს კერძო სამართლის სუბიექტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/5.md
