---
title: "მუხლი 8. გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/8"
law: "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 2171584"
adopted: "2013-12-30"
consolidated_as_of: "2022-03-16"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. გარდამავალი და დაკვნითი დებულებანი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

> Text consolidated as of 2022-03-16. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2022-03-16), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/8

1. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის
პრეზიდენტმა
ამ კანონის შესაბამისად, მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს პალატის საბჭოს ჩამოყალიბების ორგანიზება.

2. აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უზრუნველყოს თავისი წესდების ამ კანონთან შესაბამისობა მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულებამდე ძალაში დარჩეს პალატის წესდება ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული რედაქციით.

4. აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე ან/და 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანებამდე, პალატის საერთო კრება შედგება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებისაგან, ხოლო 50 წევრზე მეტი წევრის გაწევრიანების შემდეგ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრების შემადგენლობა შეიძლება განისაზღვროს არჩეული დელეგატებით.

5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 20
11
წლის 1
9
სექტ
ემბრის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონი „ა
ფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2171584-apkhazetis-avtonomiuri-respublikis-savachro-samrewvelo-palatis-shesakh/9.md
