---
title: "მუხლი 2 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/2"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 2175428"
adopted: "2013-12-31"
consolidated_as_of: "2026-09-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-09-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/2

1. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, უფლებამოსილი პირი მძღოლს აძლევს შესაბამის მინიშნებას სატრანსპორტო საშულების გაჩერების მოთხოვნით.

2. სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდგომ, თუ მძღოლი სადავოდ არ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს და ადასტურებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე (საჯარიმო ქვითარი) ხელისმოწერით, უფლებამოსილი პირი მას ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სადავოდ ხდის ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი ადგილზე შეამოწმებს მას ალკოტესტის აპარატის მეშვეობით. თუ შემოწმების (ტესტირება) შედეგი ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტს, უფლებამოსილი პირი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს (საჯარიმო ქვითარი), რომელშიც აისახება ალკოჰოლური სიმთვრალის შემოწმების შედეგები და ტესტირების ჩატარების ზუსტი დრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/3.md
