---
title: "მუხლი 4 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/4"
law: "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 2175428"
adopted: "2013-12-31"
consolidated_as_of: "2026-09-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4 — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-09-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2026-09-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/4

1. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ან/და ადგილზე შემოწმების შედეგებმა დაადასტურა ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტი, უფლებამოსილი პირი ჩამოაშორებს სამართალდამრღვევ მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება მძღოლის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე) თანხმობით სამართავად შეიძლება გადაეცეს ფხიზელ მდგომარეობაში მყოფ იმ პირს, რომელსაც გააჩნია სატრანსპორტო საშუალების მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფ პირს არ გააჩნია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ პირს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი გადაჰყავს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო ადგილზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/2175428-sakartvelos-administratsiul-samartaldarghvevata-kodeksit-gatvaliswineb/3.md
