---
title: "მუხლი 12. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/12"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "12"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/12

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემია და პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომლის მართვა ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. (
ამოღებულ
ია - 27.06.2018, №2619).

3. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიისა და პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამინისტროს უფლებები და მოვალეობებია:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიითა და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის მართვის კოორდინაცია;
ბ) ეპიდემიური კერის საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით გადაწყვეტილების მიღება;
გ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის მოთხოვნა;
დ) ეპიდემიურ კერაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური პირის მიმართ შესაბამისი სამსახურების მეშვეობით საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში ეპიდემიურ კერაში მყოფი პირის ევაკუაციის უზრუნველყოფა;
ვ) ეპიდემიის დროს ეპიდემიურ კერაში ფიზიკური პირების შესვლის და ამ კერიდან მათი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) ეპიდემიურ კერაში ტრანსპორტის შესვლის და ამ კერიდან მისი გამოსვლის კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) ნებისმიერი ტიპის ბარგის, საქონლისა და საფოსტო გზავნილის ინსპექტირების უზრუნველყოფა;
ი) სათანადო ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით მატერიალური რესურსებისა და ტრანსპორტის მობილიზება;
კ) ეპიდემიის დროს საზოგადოების მასმედიის მეშვეობით ინფორმირების უზრუნველყოფა;
ლ) ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციისა და იზოლაციის ორგანიზება;
მ) ავადმყოფებთან კონტაქტში მყოფი პირების მიმართ საკარანტინო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ნ) სურსათის წარმოების, მიწოდებისა და ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა;
ო) მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით მომარაგებისა და დაბინძურებული წყლის გაუვნებლების სამუშაოების ორგანიზება;
პ) გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების უზრუნველყოფა;
ჟ) მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ერთად საგანგებო სიტუაციის ზონიდან გამომავალ ყველა მარშრუტზე საკონტროლო პუნქტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
საქართველოს
2014
წლის
29
მაისის
კანონი
№2469 -
ვებგვერდი
, 12.06.2014
წ
.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1691
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27
ივნისის
კანონი №2619
–
ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4409 – ვებგვერდი, 08.04.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/13.md
