---
title: "მუხლი 15. სპეციფიკური ინფექციების პრევენცია და კონტროლი — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/15"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "15"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. სპეციფიკური ინფექციების პრევენცია და კონტროლი — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/15

1. სამინისტრო უზრუნველყოფს პრევენციისა და კონტროლის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას და მისი განხორციელების ორგანიზებას შემდეგი სპეციფიკური ინფექციების დროს:
ა) ტუბერკულოზი;
ბ) აივ-შიდსი.

1¹. ტუბერკულოზის თავიდან აცილებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება ამ კანონითა და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხსა და უსაფრთხოებასთან, სისხლის დონორობასა და დონორის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4631
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2389 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
თავი V. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/16.md
