---
title: "მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/16"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "16"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/16

1. მოსახლეობის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. სამინისტრო მოსახლეობის ჯანმრთელობის, დაავადების გამომწვევ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან კონტაქტში მყოფი პერსონალისა და გარემოს დაცვის მიზნით ატარებს კომპლექსურ – ორგანიზაციულ, სამედიცინო-ბიოლოგიურ და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებებს.

2. სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს მის გადახედვას.‘
3. აკრძალულია იმ სახეობის პათოგენური ბიოლოგიური აგენტების და ისეთი რაოდენობით ფლობა, რომელიც ვერ აიხსნება მათი დიაგნოსტიკური, კვლევითი ან სხვა სამშვიდობო მიზნებისათვის გამოყენებით.

4. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს.

5. განსაკუთრებით საშიშ პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებთან მომუშავე ლაბორატორიებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენურ წესებსა და ნორმებს, პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის პრინციპებს შეიმუშავებს სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/17.md
