---
title: "მუხლი 21. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/21"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "21"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/21

1. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის შექმნას.

2. ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

3. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა ეფუძნება განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიან ლაბორატორიულ სისტემას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა დონის ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიების ქსელს.

4. ბიოლოგიური უსაფრთხოების ლაბორატორიები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის საერთაშორისო ნორმებს.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
თავი VI. საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/22.md
