---
title: "მუხლი 26. პროდუქციის უსაფრთხოება — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/26"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "26"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. პროდუქციის უსაფრთხოება — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/26

1. საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ან იმპორტირებული პროდუქცია, ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ნორმატიულ მოთხოვნებს.

2. სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში პირი ვალდებულია დარღვევის აღმოფხვრამდე შეწყვიტოს პროდუქციის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, მიწოდება, ტრანსპორტირება, რეალიზაცია და გამოყენება.
თავი VIII. ცხოვრების ჯანსაღი წესის, დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პოლიტიკა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/27.md
