---
title: "მუხლი 27. ჯანსაღი კვების პოლიტიკა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/27"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "27"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ჯანსაღი კვების პოლიტიკა — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/27

1. სამინისტრო განსაზღვრავს სურსათის უვნებლობის ნორმებსა და ჯანსაღი კვების პრინციპებს.

2. სამინისტრო შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე ადგენს იმ დაწესებულებების ნუსხას, რომლებისთვისაც სავალდებულოა რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების დაცვა.

3. სამინისტრო შეიმუშავებს და ამტკიცებს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს და ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა ისეთი დაწესებულებებისათვის, რომლებშიც იმყოფება განსაკუთრებული კონტინგენტი.

4. სამინისტრო ადგენს ბავშვთა (მათ შორის, ჩვილ ბავშვთა), ფორტიფიცირებული და სპეციალური მოხმარების (დიეტური, დიაბეტური) საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ნორმებს.

5. სამინისტრო განსაზღვრავს საკვები ნივთიერებების დეფიციტით და სიჭარბით გამოწვეულ დარღვევებთან ბრძოლის პოლიტიკას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/28.md
