---
title: "მუხლი 32. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/32"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "32"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. საქართველოს მთავრობის კომპეტენცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/32

საქართველოს მთავრობა:
ა) უზრუნველყოფს ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტემის ფუნქციონირებას;
ბ) ამტკიცებს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობის, გამოყენების, გადაცემის, გადატანისა და განადგურების წესებსა და ნორმებს, მათი კვლევისა და კონტროლის მეთოდებს;
გ) ადგენს იმ ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც ნასამართლობის ან ტერორიზმში ბრალდებულად ყოფნის გამო ეკრძალებათ განსაკუთრებით საშიში პათოგენების ფლობა, გამოყენება, გადაცემა, გადატანა და განადგურება;
გ
1
) ამტკიცებს ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესს;
დ) ამტკიცებს საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიურ სქემას;
ე) უფლებამოსილია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, ამ პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.
საქართველოს 2010 წლის 24  სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის  კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5966 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 1 აპრილის კანონი №3417 - ვებგვერდი, 14,04,2015წ.
საქართველოს 2021 წლის 25 მაისის კანონი №489 – ვებგვერდი, 31.05.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/33.md
