---
title: "მუხლი 39. შრომითი/ადამიანური რესურსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/39"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "39"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. შრომითი/ადამიანური რესურსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/39

1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალობების ნუსხას და ამ სპეციალობების შესაბამის კომპეტენციებს განსაზღვრავს სამინისტრო.

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სპეციალისტები მომზადებას გადიან უმაღლესი განათლების საფეხურზე, შესაბამისი პროგრამების მიხედვით, აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი.

3. პირები, რომელთაც გავლილი აქვთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიის სფეროში პროფესიული მომზადების სასწავლო კურსები, არიან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუშაკები.
თავი X. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებათა დაფინანსება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/40.md
