---
title: "მუხლი 42. ზიანის ანაზღაურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/42"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "42"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. ზიანის ანაზღაურება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/42

1. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებული არიან აანაზღაურონ ამ კანონის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.

2. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი/გვერდითი მოვლენები გამოწვეულია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით.

3. პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ჩატარებული აცრების შედეგად შრომისუუნარობის განვითარების შემთხვევაში პირს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია კანონით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/43.md
