---
title: "მუხლი 45¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/45-1"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "45^1"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 45¹ (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/45-1

1. თუ პირი 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მის მეურვეს უნდა მიაწოდოს.

2. იმ პირის, რომელიც 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების შემთხვევაში მის მეურვეს ამის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს. წერილობითი შეტყობინება უნდა შეიცავდეს იზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების იურიდიულ საფუძველს და სავარაუდო ხანგრძლივობას.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/45-2.md
