---
title: "მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/8"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "8"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის სფეროში — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/8

1. შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მცხოვრებ პირს დროულად მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსის, აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკის და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ. აღნიშნული პირის არასრულწლოვანების ან შეზღუდული ქმედუნარიანობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელმა ეს ინფორმაცია მის კანონიერ წარმომადგენელს უნდა მიაწოდოს.

2. პირის მიერ პროფილაქტიკურ აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ადგენს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამის დოკუმენტს.

3. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ.

4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სტატისტიკური მონაცემების შესახებ ანგარიში სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს.

5. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნოზოკომიური ინფექციების პრევენცია და კონტროლი.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3365 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/9.md
