---
title: "მუხლი 9. გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა საქართველოს საზღვრების გარეთ მგზავრობის დროს — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/9"
law: "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ"
article: "9"
identifier: "5069"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-12-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკა საქართველოს საზღვრების გარეთ მგზავრობის დროს — საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-12-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/9

1. ტურისტული მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ვალდებული არიან აცნობონ ტურისტებს:
ა) შესაბამის ქვეყანაში ვიზიტთან დაკავშირებით ინფიცირების რისკის შესახებ;
ბ) პროფილაქტიკური აცრებისა და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების საჭიროების შესახებ.

2. ტურისტული მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება მოქალაქის ხარჯით.

3. მივლინების მიზნით მოგზაურობის დროს პროფილაქტიკური აცრები და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები ფინანსდება დამსაქმებლის ხარჯით.
თავი IV. გადამდებ დაავადებათა გამოვლენა, პირის იზოლაცია და კარანტინში მოთავსება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21784-sazogadoebrivi-janmrtelobis-shesakheb/10.md
