---
title: "მუხლი 11. სპეციალური საშუალებების ან/და ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/11"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "11"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სპეციალური საშუალებების ან/და ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/11

კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე პირს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სპეციალური საშუალებები ან/და ფიზიკური იძულება პირადი და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის აღსაკვეთად და დამნაშავის დასაკავებლად, თუ მათი გამოუყენებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე პირის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/12.md
