---
title: "მუხლი 12. ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/12"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "12"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/12

1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, მატერიალური ფასეულობების შენარჩუნების, აგრეთვე ტერორისტული აქტის ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე აღკვეთის შესაძლებლობის მიზნით ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოებისათვის კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის მიერ დაიშვებიან მხოლოდ საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი პირები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/13.md
