---
title: "მუხლი 13. მოსახლეობის ინფორმირება ტერორისტული აქტის შესახებ — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/13"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "13"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. მოსახლეობის ინფორმირება ტერორისტული აქტის შესახებ — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/13

1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას ტერორისტული აქტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სხვა ფორმით. ინფორმაციის მოცულობას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი. სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შეზღუდულია სატელევიზიო, სამაუწყებლო მობილური სადგურების ან/და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების რეპორტიორთა ყოფნა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/14.md
