---
title: "მუხლი 14. კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/14"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "14"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრება — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/14

1. კონტრტერორისტული ოპერაცია დამთავრებულად ჩაითვლება, როდესაც საბოლოოდ აღიკვეთება ტერორისტული აქტი და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხე.

2. კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება მოსახლეობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სხვა ფორმით. თავი IV. ტერორისტული აქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებული პირების სოციალური რეაბილიტაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/15.md
