---
title: "მუხლი 19. იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებს — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/19"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "19"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. იმ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომელიც ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებს — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/19

1. სასამართლოს მიერ ტერორისტულად ცნობილი და ტერორისტული აქტის ჩადენისათვის პასუხისმგებელი ორგანიზაცია პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადება ორგანიზაციის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესახებ სასამართლოში შეაქვს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სპეციალურად უფლებამოსილ პროკურორს . საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №465 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.185 საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3820 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. თავი VII. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/20.md
