---
title: "მუხლი 22. ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილე პირების გადაცემა (ექსტრადიცია) — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/22"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "22"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილე პირების გადაცემა (ექსტრადიცია) — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/22

1. ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან/და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობენ საქართველოში, შეიძლება გადაეცეს სხვა სახელმწიფოს მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების გადაცემა ხორციელდება მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავი VIII. ტერორიზმთან ბრძოლის კანონიერების კონტროლი და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/23.md
