---
title: "მუხლი 3. ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/3"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "3"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპები — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/3

საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა და პატივისცემა; გ) ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულობა; დ) პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პრიორიტეტულობა; ე) სამართლებრივი, პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, პროპაგანდისტული, საინფორმაციო და სხვა შესაძლებლობების კომპლექსური გამოყენება; ვ) ტერორისტებთან მოლაპარაკების წარმოება ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მოსალოდნელი შედეგის თავიდან აცილების მიზნით; ზ) კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებისა და საშუალებების ერთიანი ხელმძღვანელობა; თ) კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ტაქტიკისა და ტექნიკური საშუალებების, აგრეთვე აღნიშნული ოპერაციის მონაწილეთა შემადგენლობის გახმაურების დაუშვებლობა; ი) ტერორისტული საქმიანობისათვის სასჯელის გარდაუვალობა. თავი II. ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზაციული საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/4.md
