---
title: "მუხლი 4. სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/4"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "4"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ ტერორიზმთან ბრძოლას — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/4

1. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას, მისი სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. ტერორიზმთან ბრძოლას უშუალოდ ახორციელებენ შემდეგი სუბიექტები: ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში; ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) (ამოღებულია - 26.06.2025, №767); დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

3. ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასევე მონაწილეობენ სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2991-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.156 საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №767 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/5.md
