---
title: "მუხლი 7. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვა — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/7"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "7"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მართვა — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/7

1. ტერორისტული საქმიანობის შედეგად შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით იქმნება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

2. ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის საქმიანობის ორგანიზებისა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1266 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/8.md
