---
title: "მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/8"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "8"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/8

1. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისას, ტერორისტული აქტის აღკვეთის მიზნით ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიულ შტაბს უფლება აქვს მიიზიდოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის აუცილებელი ძალები და საშუალებები. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფენ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებისთვის აუცილებელ შეიარაღებას, სპეციალურ, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ საშუალებებს.

2. იარაღის, სპეციალური საშუალების გამოყენებისა და ფიზიკური იძულების ინტენსივობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, ტერორისტული ხასიათის დანაშაულისა და ტერორისტის ინდივიდუალურ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/9.md
