---
title: "მუხლი 9. კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/9"
law: "ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ"
article: "9"
identifier: "5071"
adopted: "2007-06-27"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა — ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/9

1. კონტრტერორისტული ოპერაციის დაწყების მომენტიდან კონტრტერორისტული ოპერაციის მონაწილე ყველა პირი ემორჩილება ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელს.

2. ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, როგორც კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელი, განსაზღვრავს კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონის საზღვრებს, იღებს გადაწყვეტილებას ოპერაციის ჩატარებისათვის მოზიდული ძალებისა და საშუალებების გამოყენების თაობაზე.

3. კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობის საქმიანობაში ნებისმიერი სხვა პირის ჩარევა დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21796-terorizmtan-brdzolis-shesakheb/10.md
