---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/1"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "1"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/1

1. ეს კანონი ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისა და ლიკვიდაციის წესს, განსაზღვრავს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მართვისა და ამ ზონების ფარგლებში მმართველობისა და მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესს, ადგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოებისათვის დამატებით პირობებს, საგადასახადო შეღავათებსა და ამ ზონების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. ამ კანონის მიზანია, შეიქმნას მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისათვის, ხელი შეეწყოს კაპიტალისა და ტექნოლოგიების შემოსვლას საქართველოში.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/2.md
