---
title: "მუხლი 10. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/10"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "10"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქონლის შეტანა-გატანა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/10

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საქონლის შეტანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი.

3. თავისუფალი
ინდუსტრიული
ზონიდან
საქონლის
საქართველოს
სხვა
ტერიტორიაზე
შეტანისას
ამ
საქონლის
მიმართ
გამოიყენება
საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული
საბაჟო
პროცედურა
.
ამასთანავე
,
თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
წარმოებული
საქონლის
მიმართ
თავისუფალ
მიმოქცევაში
გაშვების
პროცედურის
გამოყენებისას
ეს
საქონელი
,
ოდენობის
მიუხედავად
,
იბეგრება
მხოლოდ
დამატებული
ღირებულების
გადასახადით
.

4. თავისუფალ
ინდუსტრიულ
ზონაში
საქონლის
შეტანისას
და
ამ
ზონიდან
საქონლის
გატანისას
საქონლის
საბაჟო
დეკლარირებისა
და
საბაჟო
კონტროლის
წესები
დგინდება
საქართველოს
საბაჟო
კანონმდებლობით
.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5951 - ვებგვერდი,12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/11.md
