---
title: "მუხლი 11. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/11"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "11"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობა — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/11

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული საქმიანობისა.

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.
საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის  კანონი
№4405
- ვებგვერდი, 03.11.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/12.md
