---
title: "მუხლი 13. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოები — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/13"
law: "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ"
article: "13"
identifier: "5175"
adopted: "2007-07-03"
consolidated_as_of: "2020-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოები — თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2020-07-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/13

1. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედებენ იმ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობები, რომლებიც აუცილებელია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირებისათვის, და ისინი ემსახურებიან მხოლოდ ამ ზონაში რეგისტრირებულ საწარმოებს.

2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცალკეული წარმომადგენლობები გაერთიანდნენ ერთიან მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოში.

3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ფუნქციონირების ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, თუ აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული არა აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურების/ზედამხედველობის ორგანოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/21994-tavisupali-industriuli-zonebis-shesakheb/14.md
